სამართლებრივი კონსულტაცია
სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება იწყება კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციით. ჩვენი TEAM უზრუნველყოფს საკითხის სამართლებრივ შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზსა და თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად მორგებული სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადებას.
ჩვენი მიზანია, კლიენტს შევთავაზოთ მკაფიო, პრაქტიკული და სამართლებრივად დასაბუთებული რჩევები, რაც დაეხმარება მას საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიან დაცვაში, რისკების შემცირებასა და საუკეთესო სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაში.
კონსულტაცია მოიცავს:
- სამართლებრივი საკითხის პირველად შეფასებასა და ანალიზს;
- ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
- მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლებრივი რისკების შეფასებას;
- სამართლებრივი სტრატეგიისა და საქმის წარმოების საუკეთესო გზების განსაზღვრას;