Preparation of legal documents
სწორად შედგენილი სამართლებრივი დოკუმენტი წარმოადგენს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესისა და ბიზნესსაქმიანობის საფუძველს. ჩვენი იურისტების მიერ მომზადებული დოკუმენტი ამცირებს რისკებს, უზრუნველყოფს მხარეთა უფლებების დაცვას და შესაძლო დავების თავიდან აცილებას.
ჩვენ გთავაზობთ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, რედაქტირებასა და სამართლებრივ ანალიზს, კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით.
მომსახურება მოიცავს:
- ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების შედგენას, რედაქტირებასა და შეფასებას.
- კორპორაციული დოკუმენტაციის, მათ შორის საწესდებო დოკუმენტების,პარტნიორთა შეთანხმებების, დამფუძნებელთა გადაწყვეტილებების, კრების ოქმების შედგენასა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
- განცხადებების, საჩივრებისა და ოფიციალური მიმართვების მომზადება ადმინისტრაციული ორგანოებისადმი;
- იურიდიული დასკვნები (Legal Opinion)- კონკრეტულ საკითხებზე სამართლებრივი ანალიზი, რისკების შეფასება და პრაქტიკული რეკომენდაციები.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული დოკუმენტი იყოს კლიენტის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული და ამავდროულად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი.
ჩვენი მიზანია, კლიენტს მივაწოდოთ არა მხოლოდ დოკუმენტი, არამედ ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად დაიცავს მის ინტერესებს.