Razhden Kuprashvili is the founding partner of Kuprashvili & Attorneys and holds a Doctor of Law degree. He has extensive experience in both the public and private sectors. In private practice, he led Kuprashvili & Attorneys LLC and the permanent arbitration institution Black Sea International Arbitration Chamber LLC for eight years.
From 2023 to 2026 he headed the LEPL Anti‑Corruption Bureau, and from 2019 to 2023 he served as Director of the LEPL Legal Aid Service. From 2017 to 2019 he was Chair of the Audit Commission of the Georgian Bar Association, and in 2014–2015 he led the Legal Department at the LEPL National Center for Children and Youth. He has also served as head of legal services for construction and consulting companies. Early in his career he worked in Georgia’s common courts as a judge’s assistant and session secretary.
Dr. Kuprashvili is the author of multiple scholarly works, including articles, monographs, and studies on topics such as mechanisms for controlling political campaign financing in the United States; comparative-legal analysis of legislative regulation of natural persons’ insolvency; causes of over-indebtedness and remedies; and the notary’s authority in issuing enforcement writs.
He defended a dissertation titled “Problems of Insolvency of Natural Persons (Comparative‑Legal Analysis)” and authored an English-language work, Analysis of Models of Legal Regulation of Insolvency of Natural Persons.
დავით სიმონია არის შპს „კუპრაშვილი და ადვოკატების“ პარტნიორი, საჯარო და კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი.
დავით სიმონია 2023 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს.
2022-2023 წლებში იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე. ამავე პერიოდში კოორდინაციას უწევდა სამსახურის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საქმიანობას.
2024 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2021-2023 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2020-2022 წლებში საქმიანობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.
2015-2019 წლებში საქმიანობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო რეგიონულ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
2013-2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.
2012-2013 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე.
2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად.
2012 წელს იკავებდა ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში.
2010-2012 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის „პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის“ ადვოკატის თანაშემწე.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სისხლის სამართლის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, საჯარო მმართველობის, სამართალდაცვითი საქმიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული დახმარების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების მიმართულებებს.
ქეთევან მურადაშვილი არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი. იგი 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და დამატებითი სპეციალიზაციით ბავშვთა უფლებების მიმართულებით.
ქეთევან მურადაშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 6 წელზე მეტი გამოცდილება. მისი ძირითადი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი დახმარების სისტემის განვითარებას, ასევე კორუფციის პრევენციის მიმართულებით სამართლებრივი ანალიზის, შეფასებისა და მონიტორინგის განხორციელებას.
2025 წლიდან 2026 წლამდე საქმიანობდა სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროში, სადაც იკავებდა კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
2023-2025 წლებში იყო სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მონაწილეობდა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების მართვასა და ზედამხედველობაში.სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში იგი საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
2020-2023 წლებში საქმიანობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საკადრო პოლიტიკის კონსულტანტის პოზიციები. აღნიშნულ პერიოდში მონაწილეობდა ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, საკადრო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში.
2019 წელს საქმიანობდა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სპეციალისტის პოზიციაზე.
გიორგი სიმონია არის საჯარო და კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, შრომის სამართლის გამოცდილი სპეციალისტი.
გიორგი სიმონიას იურიდიული პრაქტიკა მოიცავს საიმიგრაციო სამართლისა და შრომის სამართლის სფეროებს, შრომითი საქმიანობის უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიმართულებებს.
2025-2026 წლებში სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროში იკავებდა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. ამავე პერიოდში ასრულებდა კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
2021-2025 წლებში საქმიანობდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურში. სხვადასხვა დროს ეკავა უფროსი შრომის ინსპექტორის და შრომის ინსპექტორის პოზიციები. აღნიშნულ პერიოდში მონაწილეობდა შრომითი უფლებების დაცვის, შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და ზედამხედველობის პროცესებში როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
2020-2021 წლებში იყო სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერი, სადაც ჩართული იყო პრობაციის სისტემის ფარგლებში ინდივიდუალური საქმეების მართვისა და ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.
მარიამ კვირკვია არის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი.
2024 წელს მან ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში (ჩიკაგო, აშშ) მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მიმართულებით, ხოლო დღეს მუშაობს სადიერტაციო ნაშრომზე “ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სამედიცინო სარჩელების ავტომატიზება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით”.
მარიამ კვირკვია 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და 5 წელზე მეტია ახორციელებს კლიენტთა წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მისი საადვოკატო საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, კლიენტთა წარმომადგენლობას საიმიგრაციო სფეროში.
იგი 2023 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატისა და საქართველოს საარბიტრაჟო პალატის არბიტრი.
სხვადასხვა წლებში იკავებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას. 2022 წლიდან 2026 წლამდე წარმოადგენდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისის ოფისის პროექტის ხელმძღვანელს, ხოლო 2023-2026 წლებში იყო ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართის ორგანიზაციის იურისტი.
მარიამ კვირკვია გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის სტატიების “მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში”, “მტკიცების ტვირთის განაწილების წესი სამედიცინო დავებში”, “გლობალური გამოწვევების გავლენა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე” და სხვა.