კუპრაშვილი და ადვოკატები – 13 წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი იურიდიული კომპანია საქართველოში.
ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ ხარისხიან, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ სამართლებრივ მომსახურებას ნებისმიერ სფეროში. კომპანიის გუნდი შედგება კვალიფიციური მრავალწლიანი სამშაო გამოცდილების მქონე იურისტებისა და ადვოკატებისგან.
კომპანია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს, მათ შორის ფიზიკურ პირებს, მცირე და მსხვილ კერძო კომპანიებს, საჯარო ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია კლიენტებს შევთავაზოთ სანდო, დროული და მაღალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება.
„კუპრაშვილი და ადვოკატები“ გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ეთიკური სტანდარტების დაცვითა და კლიენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვით. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, სრულად მოვერგოთ თითოეული კლიენტის ინტერესებს, საჭიროებებს და სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით შევთავაზოთ იურიდიული მომსახურება.