გუნდი

რაჟდენ კუპრაშვილი

დამფუძნებელი პარტნიორი

დავით სიმონია

პარტნიორი

ქეთევან მურადაშვილი

ადვოკატი

გიორგი სიმონია

იურისტი

მარიამ კვირკვია

ადვოკატი

Our Practice Areas

რაჟდენ კუპრაშვილი

დამფუძნებელი პარტნიორი

რაჟდენ კუპრაშვილი

დამფუძნებელი პარტნიორი

რაჟდენ კუპრაშვილი არის „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის დოქტორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კერძო პრაქტიკის ფარგლებში, იგი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საადვოკატო კომპანიას შპს „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს — შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“.

2023 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო 2019-2023 წლებში იკავებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას.

2017-2019 წლებში, რაჟდენ კუპრაშვილი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2014-2015 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსად სამშენებლო და საკონსულტაციო კომპანიებში. კარიერული განვითარების პირველ წლებში კი საქართველოს საერთო სასამართლოებში, მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის პოზიციებზე.

რაჟდენ კუპრაშვილი არის სამართლის დოქტორი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, მონოგრაფიები და კვლევები ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმები ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის საკანონმდებლო რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი; ჭარბვალიანობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები; ნოტარიუსის უფლებამოსილების ფარგლები სააღსრულებო ფურცლის გაცემისას და სხვა. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე — „ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრობლემები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“, ასევე ინგლისურენოვანი ნაშრომი – Analysis of Models of Legal Regulation of Insolvency of Natural Persons.

განათლება და კვალიფიკაცია:

სამართლის დოქტორი (PhD) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართლის მაგისტრი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამოცდილება

2023-2026: სსიპ ანტიკორუფიული ბიუროს უფროსი;
2018-2023: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;
2013-2018: შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებელი პარტნიორი, დირექტორი;
2013-2018: შპს „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დამფუძნებელი პარტნიორი, დირექტორი;
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

დავით სიმონია

პარტნიორი

დავით სიმონია არის შპს „კუპრაშვილი და ადვოკატების“ პარტნიორი, საჯარო და კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი.

დავით სიმონია 2023 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს.

2022-2023 წლებში იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე. ამავე პერიოდში კოორდინაციას უწევდა სამსახურის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საქმიანობას.

2024 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2021-2023 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2020-2022 წლებში საქმიანობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

2015-2019 წლებში საქმიანობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე.

2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო რეგიონულ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.

2013-2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.

2012-2013 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე.

2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად.

2012 წელს იკავებდა ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში.

2010-2012 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის „პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის“ ადვოკატის თანაშემწე.

მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სისხლის სამართლის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, საჯარო მმართველობის, სამართალდაცვითი საქმიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული დახმარების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების მიმართულებებს.

განათლება და კვალიფიკაცია:

სამართლის ბაკალავრი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართლის მაგისტრი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართლის დოქტორანტი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2013-2018: შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებელი პარტნიორი, დირექტორი;

გამოცდილება

2023-2026: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.
2022-2023: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე.
2020-2022: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ანალიტიკური სამმართველოს უფროსი
2015-2019: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ანალიტიკური სამმართველოს უფროსი
2014-2015: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო რეგიონულ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.
2014-2015: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო რეგიონულ სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.
2013-2014: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.
2012-2013: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
2012-2013: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელი.
2010-2012: შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის „პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის“ ადვოკატის თანაშემწე.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

დავით სიმონია

პარტნიორი

ქეთევან მურადაშვილი

ადვოკატი

ქეთევან მურადაშვილი

ადვოკატი

ქეთევან მურადაშვილი არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი. იგი 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და დამატებითი სპეციალიზაციით ბავშვთა უფლებების მიმართულებით.

ქეთევან მურადაშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 6 წელზე მეტი გამოცდილება. მისი  ძირითადი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი დახმარების სისტემის განვითარებას, ასევე კორუფციის პრევენციის მიმართულებით სამართლებრივი ანალიზის, შეფასებისა და მონიტორინგის განხორციელებას.

2025 წლიდან 2026 წლამდე საქმიანობდა სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროში, სადაც იკავებდა კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

2023-2025 წლებში იყო სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. აღნიშნულ პოზიციაზე მონაწილეობდა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცესების მართვასა და ზედამხედველობაში.სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში იგი საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

2020-2023 წლებში საქმიანობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების საკადრო პოლიტიკის კონსულტანტის პოზიციები. აღნიშნულ პერიოდში მონაწილეობდა ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, საკადრო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში.

2019 წელს საქმიანობდა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სპეციალისტის პოზიციაზე.

განათლება და კვალიფიკაცია:

კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.
სამართლის ბაკალავრი – საქართველოს უნივერსიტეტი.

გამოცდილება

2025-2026: სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
2023-2025: სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2023: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე
2020-2023: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის
2019: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტი
ენები: ქართული, ინგლისური

გიორგი სიმონია

იურისტი

გიორგი სიმონია არის საჯარო და კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, შრომის სამართლის გამოცდილი სპეციალისტი. 

გიორგი სიმონიას იურიდიული პრაქტიკა მოიცავს საიმიგრაციო სამართლისა და შრომის სამართლის სფეროებს, შრომითი საქმიანობის უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიმართულებებს.

2025-2026 წლებში სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროში იკავებდა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. ამავე პერიოდში ასრულებდა კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

2021-2025 წლებში საქმიანობდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურში. სხვადასხვა დროს ეკავა უფროსი შრომის ინსპექტორის და შრომის ინსპექტორის პოზიციები. აღნიშნულ პერიოდში მონაწილეობდა შრომითი უფლებების დაცვის, შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და ზედამხედველობის პროცესებში როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

2020-2021 წლებში იყო სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერი, სადაც ჩართული იყო პრობაციის სისტემის ფარგლებში ინდივიდუალური საქმეების მართვისა და ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.

განათლება და კვალიფიკაცია:

სამართლის მაგისტრი - შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
სამართლის ბაკალავრი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოცდილება

03.2026 - დღემდე: შპს გს ქონსალთინგ გრუფ - დამფუძნებელი და დირექტორი
10.2025 - 03.2026: სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
10.2025 - 12.2025: სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მ/შ
04.2025 - 10.2025: სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
11.2023 - 04.2025: სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური - შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი
11.2022 - 11.2023: სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური - შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (უფროსი შრომის ინსპექტორი)
08.2021 - 11.2022: სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური - შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის შრომით უფლებებზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შრომის ინსპექტორი)
02.2020 - 08.2021: სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო - იმერეთის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერი
05.2016 - 02.2020: ა(ა)იპ სტეპი - დამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

გიორგი სიმონია

იურისტი

მარიამ კვირკვია

ადვოკატი

მარიამ კვირკვია

ადვოკატი

მარიამ კვირკვია არის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი. 

2024 წელს მან ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში (ჩიკაგო, აშშ) მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მიმართულებით, ხოლო დღეს მუშაობს სადიერტაციო ნაშრომზე “ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სამედიცინო სარჩელების ავტომატიზება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით”.

მარიამ კვირკვია 2021 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და 5 წელზე მეტია ახორციელებს კლიენტთა წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მისი საადვოკატო საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, კლიენტთა წარმომადგენლობას საიმიგრაციო სფეროში.

იგი 2023 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატისა და საქართველოს საარბიტრაჟო პალატის არბიტრი.

სხვადასხვა წლებში იკავებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას. 2022 წლიდან 2026 წლამდე წარმოადგენდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისის ოფისის პროექტის ხელმძღვანელს, ხოლო 2023-2026 წლებში იყო ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართის ორგანიზაციის იურისტი.

მარიამ კვირკვია გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის სტატიების “მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში”, “მტკიცების ტვირთის განაწილების წესი სამედიცინო დავებში”, “გლობალური გამოწვევების გავლენა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე” და სხვა.