კორპორაციული სამართალი
ჩვენი იურიდიული კომპანია ფლობს სიღრმისეულ გამოცდილებას კორპორაციულ ტრანზაქციებში და ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერაში. კომპანია აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი კომპანიების, ერთობლივი საწარმოების (joint ventures), შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობების დაფუძნებაში.
ჩვენი იურიდიული კომპანის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ დააფუძნოთ ნებისმიერი ტიპის კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კომპანია აქტიურად ახორციელებს სამართლებრივ და ფინანსურ აუდიტს საშუალო და მსხვილი კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის.
ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
- კომპანიების დაფუძნება და ერთობლივი საწარმოები
- შერწყმა და შესყიდვები
- კომპანიების გაყოფა
- კორპორაციული რესტრუქტურიზაცია
- საკრედიტო შეთანხმებები
- ფასიანი ქაღალდების ემისია
- სხვადასხვა ტიპის ფინანსირება